2017-05-25 13:48:23, 2089 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ჩემთვის, ისევე როგორც მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, უმთავრესი კანონის უზენაესობაა
„ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, უმთავრესი კანონის უზენაესობაა“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს.
„სადაც დაირღვა კანონი, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, გამოძიებამ ზედმიწევნით სწორად უნდა შეისწავლოს, დაადგინოს და გააკეთოს რეაგირება. ეს არის ხელშეუხებელი პროცესი. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ დემოკრატული და კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო, მინდა, დაგარწმუნოთ, სხვა არავითარი მოსაზრება მთავრობის წარმომადგენლებს შორის, მათ შორის მეც მეკუთვნის ეს, არ არსებობს“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან