13:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 12:29:00, 2064 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: მხოლოდ პრობლემები შექმნა იმ რეფორმამ, რომელიც შერგელაშვილის მხარდაჭერით იყო მიღებული

 „მესმის მისი განაწყენება, რადგან თვითონ არის ეს ადამიანი ავტორი  რეფორმის, რომელიც განხორციელდა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, თუმცა პრაქტიკაში ეს იყო ძალიან მძიმე შედეგი“,-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებას თვითმმართველობის  რეფორმასთან დაკავშირებით.

კერძოდ, შერგელაშვილი, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ეწინააღმდეგება.

„მესმის მისი განაწყენება, რადგან თვითონ არის ეს ადამიანი ავტორი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკაში ეს იყო ძალიან მძიმე შედეგი, რომელიც იქნა მიღებული, რადგან გარკვეული პრობლემები წარმოქმნა  ერთ პატარა ქალაქში მერის არსებობამ, გამგებლის არსებობამ . ძალიან  გაიზარდა ბიუროკრატია, ძალიან გაპრობლემდა პრობლემების მოგვარება, კონკრეტული  პროექტების განხორციელება. მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები შექმნა იმ რეფორმამ,  რომელიც იყო მიღებული კონკრეტულად მაგ პიროვნების და  იმ კონკრეტული პარტიის მხარდაჭერით, რომელიც კოალიციაში იყო“,-აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“.

რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.

თუმცა, ახლა კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics