11:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 16:24:56, 1908 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თორდია: ვფიქრობ, რომ პირიქით მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც ამდენ ადამიანზე თავდამსხმელი

„მოვითხოვ გასაჯაროვდეს ისეთი ვიდეოჩანაწერები, რომელიც ძალიან კარგად დაანახებს საზოგადოებას თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი“,-ამის შესახებ მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თორდიამ აღნიშნა, კადრებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ის განერიდოს  აგრესიას.

„ამ დაწესებულებაში არის ძალიან ბევრი კამერა, რომელიც ძალიან ახლო  ხედით წარმოაჩენს  თუ რა მოხდა რეალურად  „ელ ცენტროში“. მე მოვითხოვ გასაჯაროვდეს ისეთი ვიდეოჩანაწერები, რომელიც  კარგად დაანახებს საზოგადოებას  თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი. ამ კადრებიდანაც ჩანს, როგორ ვცდილობ მე განვერიდო მათ, მათი საუბრის აგრესიას და ტონალობას. ეს იყო პირდაპირი მუქარა ჩემზე და  შემდგომ უკვე პირდაპირ გადაიზარდა  თავდასხმაში. სასაცილო არის იმაზე საუბარი, რომ  მიხეილ ჩოხელს აქვს დაზიანება, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ დღეს  თურმე ოთარ ფარცხალაძე არის დაზარალებული. საზოგადოებამ მინდა მიაქციოს ყურადღება მათ განცხადებებს, რომელსაც ისინი აკეთებენ  მთელი  ამ ხნის განმავლობაში, რომ თითქოს იქ არაფერი არ მომხდარა და ე.წ. ნეიტრალურ მოწმეებზე  დაყრდნობით აკეთებს  დღეს უკვე  შსს განცხადებას, რომ თითქოს იქ პირველი თავდასხმა  უკვე მე განვახორციელე. ანუ გადავედით სხვა ეტაპზე. ანუ ვიყავით იმ ეტაპზე რომ არაფერი არ მომხდარა, ახლა გადავედით მეორე ეტაპზე, რომ თითქოს მე დავესხი თავს ოთარ ფარცხალაძეს. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, რომ პირიქით მე ვიქნები ბრალდებულის  სკამზე, როგორც  თავდამსხმელი ამდენს ადამიანზე.  საბოლოო  ჯამში ამაზე გააკეთებენ აპელირებას  ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები. მართლაც სამარცხვინო იყო დღევანდელი მათი ბრიფინგი და განცხადებები , სამარცხვინოა ის რასაც ისინი აკეთებენ. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მაქვს, მოვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას“,-განაცხადა  ლაშა თორდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics