2017-05-22 12:47:59, 1944 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით ნარმანია ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება
თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება.
ნარმანიას თქმით, მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნაზე.
"ეს ინფორმაცია არის გავრცელებული ინფორმაცია და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული და გაიგებთ ამის შესახებ. კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორისაა არჩევნების საკითხები. განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის ეს ვერსიაც", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან