2017-05-19 12:36:10, 2059 ნახვა
სამართალი კომენტარი
დეკანოზი გიორგი მამალაძე: ჩემთვის გაცხადებულ იქნა, რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, დაკავებისას დაირღვა მისი, როგორც ბრალდებულის, უფლებები.
როგორც სასამართლო სხდომაზე გიორგი მამალაძემ განაცხადა, პროკურატურაში მისვლამდე რეალურად მას არ განუცხადეს, რა ხდებოდა.
"მანქანაში ჩემთვის გაცხადებულ იქნა, რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას",-აღნიშნა მამალაძემ.
ამასთან, დეკანოზის განმარტებით, მხოლოდ პროკურატურაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ დაკავებული იყო.
მისივე თქმით, ჩხრეკაც პროკურატურაში განხორციელდა.
მამა გიორგი მამალაძეს მოსამართლემ ბრალდება გააცნო. დეკანოზმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან