2017-05-11 13:46:59, 1957 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ქორწინების დეფინიციაზე: ეს საკითხი გადახედვას არ დაექვემდებარება
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციაზე ჩანაწერთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს და გადახედვას არ ექვემდებარება:
„ის, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ესაა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და ეს გადახედვას არ დაექვემდებარება“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან