2017-05-11 12:44:57, 1868 ნახვა
კომენტარი
ვანო ზარდიაშვილი: პრეზიდენტობის 10 კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მე-10 ადგილზე გავა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ზარდიაშვილის თქმით, მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროინდელ კონსტიტუციას ებღაუჭება, რომელიც შესაცვლელია.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტობის შანსი არ აქვს.
"პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა, თუ არჩევნები ჩატარდება. თუ დავფიქრდებით და მარგველაშვილის სამწლიან პრეზიდენტობას შევაფასებთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რომ მას პრეზიდენტობის შანსი არ აქვს. მის მიერ განხორციელებულ ერთ პოზიტიურ ცვლილებას მაინც თუ დამისახელებთ, რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა, კი ბატონო, საკითხზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა ზარდიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან