06:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 20:39:07, 2218 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სტრატეგიული ურთიერთობების მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. სახელმწიფო დეპარტამენტში ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics