11:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 14:09:43, 1998 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი მმართველ გუნდს: ნულპროცენტიანი „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით

მმართველი გუნდი ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკების შექმნა ნეგატიური მოვლენაა, თუმცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაც“ ბლოკური სისტემით მოვიდა, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ზუგდიდში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნაკლები უნდა იყოს რადიკალიზმი და მეტი - კონსტრუქციული დამოკიდებულება.

„ვენეციის კომისიას კი არ უნდა დაველოდოთ, როგორც პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას, არამედ ამ საკითხებს ჩვენ თვითონ, ქვეყნის შიგნით და პოლიტიკურ სპექტრში უნდა ვწყვეტდეთ. როცა თქვენ გვეუბნებით, რომ ბლოკების შექმნა ნეგატიური მოვლენაა, მგონი, „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებაში ბლოკური სისტემით მოვიდა. გუშინ, არჩილ თალაკვაძემ პარტიები გაიხსენა, რომლებიც კოლოსალურ დაფინანსებას იღებდნენ. თქვენ არ იყავით, რომელმაც ნულ პროცენტიანი თუ მინუს ერთპროცენტიანი „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით? ეს სათქვენო მაგალითი იყო და ამ პრაქტიკაზე უარს ამბობთ. ეს ერთპროცენტიანი პარტია დაფინანსებითაც უზრუნველვყავით და პრობლემაც არ შეუქმენით, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. ჩვენ „რესპუბლიკური პარტიისგან“ განსხვავებით, სახელისუფლო პარტია არ გვაქვს, რომელსაც ის ჩაება. არც მინდა, რომ მყავდეს, რადგან ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ“,  - მიმართა მმართველი გუნდის წევრებს ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics