|
2017-05-08 14:27:02, 605 ნახვა
სამხედრო
ქართველ და ბრიტანელ სამხედროებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის გუნდი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეგობრული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სარაგბო ნაკრებ გუნდსა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ბათუმში, სარაგბო სტადიონზე ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდმა ბრიტანლები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 22-10 დაამარცხეს. 25 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორისაგან შემდგარი მორაგბეთა გუნდი საქართველოში რვადღიანი ვიზიტით იმყოფება. ბრიტანელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთშიც გამართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაგბო გუნდი ბრიტნელებთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 9 მაისს, ქალაქ გორში, ჯიქის სტადიონზე გამართავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)