2017-05-08 11:13:56, 1798 ნახვა
კომენტარი
ლევან მურუსიძე: სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, მაინც არ დავიკარგები
„სასამართლო სისტემაში, რომც არ ვიყო, მაინც არ დავიკარგები“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, არ დავიკარგები და მერწმუნეთ, არ ვარ ცუდი იურისტი. ეს რომ ყოფილიყო ლევან მურუსიძის გამო გაკეთებული, ეს გაკეთდებოდა იმ დროს, როდესაც იქნა მიღებული კანონი. ორი თვის უკან, სამი თვის უკან და მერწმუნეთ, ამაში ვერც არასამთავრობოები და ვერავინ ხელს ვერ შემიშლიდა. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო დრამატიზება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან