18:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 12:49:04, 1911 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იოჰანეს ჰანი: გვინდა ვაღიაროთ ის შთამბეჭდავი რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა

„საქართველომ უკვე სერიოზული ძალისხმევა განახორციელა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო რეფორმების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს, რომელიც დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, კანონის უზენაესობასა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზეა მიმართული.

„პირველ რიგში ნება მომეცით მივესალმო ვიზალიბერალიზაციის პროცესის სრულ მოქმედებაში შესვლას. უკვე საქართველოს 10 000-მა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ევროპაში ჩასასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად , რათა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის გახსნილობა ევროკავშირის მხრიდან, ღია კარის მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურებიდან.  ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელებული რეფორმების მუდმივი გაფართოება -განვითარება, ეს კიდევ ერთხელ დასტურდება უვიზო რეჟიმით და ყველა იმ რეფორმის განხორციელებით, რომელიც მიმართული იყო ამ სერიოზული მიზნების მისაღწევად. დღეს მე და პრემიერმა განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მდგომარეობა და გვინდა, ვაღიაროთ და ხაზი გავუსვათ იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველოში გატარდა. საქართველოს რეგულარული ღვაწლი უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics