|
2017-05-03 18:36:37, 2169 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მაღრაძე: ე.წ. „დრაივის“ - გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვის შესახებ ჩვენი პოზიცია უფრო სწორია, ვიდრე მთავრობის შენიშვნა
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორის გუგული მაღრაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ 17 გვერდიან დოკუმენტში შენიშვნები ცოტა იყო და ძირითადად მასში მოსაზრებები იყო გამოთქმული. მაღრაძის განმარტებით, მთავრობის ერთ-ერთი შენიშვნა ე.წ. დრაივის-გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას ეხებოდა. მთავრობა ამ ცვლილებას მხარს არ უჭერს. თუმცა, მაღრაძის თქმით, თამბაქოსადმი ხელმისაწვდომობა უნდა გაძნელდეს: „მთავრობის მიერ წარმოდგენილ 17 გვერდიან დოკუმენტში შენიშვნები როგორც ასეთი ძალიან ცოტა იყო. იყო მოსაზრებები, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს ინდუსტრიის დაუშვებლობის შესახებ 3 გვერდი იყო, დასაბუთებები. იყო რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის ჩვენ დავაზუსტეთ ორი ფორმულირება. ამავე დროს გავითვალისწინეთ ვადები, ე.წ. დრაივი არ გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. დრაივზე 4 გვერდი ჰქონდა დაწერილი მთავრობას, რომ აქ არის პატარა ჯიხურები, სადაც მუშაობენ ადამიანები და მათ შემოაკლდებათ მომხმარებლები. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება გაძნელებული უნდა იყოს მისაწვდომობა თამბაქოსადმი და როდესაც მანქანიდან გადაყოფს ხელს და იყიდის, გაადვილებულია, ჩვენ არ გვინდა, რომ გაადვილებული იყოს. გვინდა, ადამიანებს სპეციალურადაც კი შევუქმნათ პირობები, რომ მათ თანდათანობით იფიქრონ სიგარეტის მოწევაზე თავის დანებებაზე, ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ასეთი ჯიხურები ძალიან ხშირად ისეთ ადგილზეა, რომელიც მოძრაობისთვის საკმაოდ შემაფერხებელია, მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია ე.წ. დრაივზე არის უფრო სწორი, ვიდრე მთავრობის შენიშვნა“,-აღნიშნა მაღრაძემ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)