06:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 16:31:01, 2117 ნახვა

სამართალი კომენტარი
გვენეტაძე დეპუტატებს: თუ საზოგადოების ნდობის დაბრუნებაში ხელს არ შეგვიწყობთ, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება

თუ საზოგადოების ნდობის დაბრუნებაში ხელს არ შეგვიწყობთ, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის, ჩაერთოს ნებისმიერ დიალოგში, რომელიც ეთიკის მაღალი სტანდარტით წარიმართება.

„ჩვენ არავითარ კრიტიკას არ გავურბივართ. ნებისმიერი ფორმის დიალოგი, რომელიც არის ეთიკის მაღალი სტანდარტით, ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგში ჩავერთოთ, დავიცვათ საკუთარი უფლებებიც და მართლმსაჯულების ინტერესი. ეს არ არის ჩემი ან ჩემი კოლეგების დაცვა, ეს არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაცვა, ეს არის სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟისთვის ზრუნვა, საზოგადოების ნდობის დაბრუნება და თუ ამაში თქვენ - საკანონმდებლო ორგანო, სახალხო დამცველი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, დაზარალდება მთლიანად საზოგადოება. ჩვენ ჩვენს დაზარალებაზე არ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური განცდები, ამიტომ ერთხელ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ჩვენ ვართ ღია დიალოგის მომხრე, პრობლემებზე ღიად საუბარი აბსოლუტურად შესაძლებელია. სამართლებრივი მართლშეგნების დონის გაუმჯობესება მუდმივად საჭიროა ყველა საზოგადოებისთვის, ამიტომ ამ ფორმატში ჩვენ ვიქნებით აქტიურები“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics