09:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 11:50:50, 2043 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნაცვლიშვილი: მაღალი თანამდებობის პირები ყურადღებით უნდა იყვნენ, როცა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში ხარვეზებია.

ნაცვლიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯებია საჭირო, რათა მოწყვლადი ჯგუფები დისკრიმინაციისგან  დაცულები იყვნენ.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მაღალი თანამდებობის პირები უნდა იყვნენ ყურადღებით, როცა აკეთებენ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს.

ნაცვლიშვილი ასევე სამართალდამცველების შესაძლებლობის გაძლიერების აუცილებლობაზეც საუბრობს.

„ჩვენ არაერთ საქმეში ვხედავთ, რომ გამოძიების პროცესი არასწორადაა წარმართული, მოტივი არაა დადგენილი და შემდეგ როცა საქმე სასამართლოში მიდის, მოსამართლეს არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics