22:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 16:13:51, 777 ნახვა

სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რომელსაც  DIB-ის  ხელმძღვანელობა უსაფრთხოების  სექტორის აუდიტორიას სთავაზობს.

კურსი  სალექციო კვირეულს, ტრენინგ-მოდულებსა და  პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. პროგრამაში  დისტანციური სწავლების მოდულია ინტეგრირებული, იგეგმება გასვლითი ტურებიც სხვადასხვა უწყებაში.

საორიენტაციო კურსი დღეს, სალექციო კვირეულით გაიხსნა. პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის  დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, კორნელი კაკაჩიამ  საქართველოს სახელმწიფო  უწყებებში დასაქმებულ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს თემაზე „საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“  ლექცია წაუკითხა.  მან ყურადღება  მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებზე, საერთაშორისო ტერორიზმსა და ამ კონტექსტში სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ლექციაზე საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებასთან  დაკავშირებულ სააფრთხეებს, კიბერდანაშაულებსა და ჰიბრიდულ ომს, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კორნელი კაკაჩიამ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და საქართველოს მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი ორი თვე  გაგრძელდება და ათი მოდულით იქნება წარმოდგენილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics