13:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 15:07:19, 2183 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის წამროდგენილ ვერსიაში სასამრთლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუარესებულია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კონსტიტუციის ახალი პროექტით სასამრთლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუარესდება.

როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, დამოუკიდებლობის გაუარესება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის  შეცვლასა და  მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნებაში გამოიხატება. 

"კონსტიტუციის წამროდგენილ  ვერსიაში ასევე გაუარესებულია სასამრთლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც გამოიხატება  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის  შეცვლასა და  მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნებაში.
საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - თვლის პრეზიდენტი.

გარდა ამისა, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შემოთავაზებულ ვერსიაში არის კიდევ თემები, რომელიც შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს.

"ასევე აღსანიშნავია, რომ ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, კონსტიტუციის ამ ვერსიაში გაჩნდა დადებითი ჩანაწერებიც", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.
 
ცნობისთვის, პარალელურად, პრეზიდენტი განაგრძობს კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია", რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ფართო ფენებთან მიმდინარეობს დისკუსია საკონსტიტუციო თემებზე. შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში ჯავახეთში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics