2015-04-09 12:07:58, 410 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა უწყების თანამშრომლებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მიერ გაღებული დიდი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო დამოუკიდებელი და განვითარებული ქვეყანა იქნება“, – აღნიშნა თაბუაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან