10:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:43:35, 1778 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გომელაური: საანგარიშო პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტია აღკვეთილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 2016 წლის გაზაფხულზე საქართველო დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა.

"ჩვენი სამსახურის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების გაუვრცელებლობის საკითხებს. უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს შესაბამის უწყებათშორის საბჭოს და კოორდინაციას უწევს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. 2016 წლის გაზაფხულზე საქართველო შეუერთდა დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საანგარიშო პერიოდში აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 2016 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო „ურან 238“, დაკავებულია 6 პირი. 2016 წლის 25 აპრილს, ქ. ქობულეთში ამოღებულია ერთი კილოგრამი და 665 გრამი რადიოაქტიური ნივთიერება რომელიც შეიცავდა „ურან 235“-ს და „ურან 238“-ს, დაკავებულია 6 პირი", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics