11:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 13:27:39, 1639 ნახვა

კომენტარი
გახარია თამბაქოს კონტროლზე: უნდა ვიყოთ წარმატებული მაგალითების რიგში, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თამბაქოს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანა აქვს.

თუმცა მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ  საქართველომ არ უნდა დაიცვას  თამბაქოსთან დაკავშირებული ის ნორმები, რომელიც ევროპაშია გავრცელებული.

„ჩვენ თამბაქოს მოხმარების ნაწილში უნდა ვიყოთ წარმატებული მაგალითების რიგში, შესაბამისად არ უნდა გავაკეთოთ ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე. ამ დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანა აქვს, თუმცა ეს  იმას არ ნიშნავს,  რომ ჩვენ არ უნდა დავიცვათ ის მიღებული ნორმები, რომელიც პირველ რიგში, ევროპაშია გავრცელებული“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, დღეს  პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს II მოსმენით განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics