10:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 18:30:32, 2101 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის წინააღმდეგ კამპანია იმართება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის წინააღმდეგ კამპანია იმართება.

„ეს ცალსახაა. ყველაა დარწმუნებული იმაში, რომ ესაა კამპანია. თქვა რომ კამპანია არ არის,  მაგრამ კამპანია იმართება, აქ კითხვის ნიშანიც არაა, რადგან გაუგებარია, რა არის იმ შეხვედრების მიზანი. იქ არ არსებობს უკუგების ფორმები, არ არსებობს  ოქმები, ის ინფორმაცია, რომელიც გროვდება შეხვედრებზე, კომისიამდე ვერ მოვა ვერანაირად, ანუ, თუკი არის საერთო-სახალხო განხილვები, უნდა გროვდებოდეს  ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მოდიოდეს პარლამენტამდე. არც უკუგების ფორმები არსებობს, არც  ოქმები არსებობს, შესაბამისად,  ვერანაირი სარგებელი ამ შეხვედრიდან კომისიამდე, პარლამენტამდე ვერ მოვა  და ვერც საზოგადოების მოსაზრებები ვერ მოვა. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ კამპანიაა“, - განმარტა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე-საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც  ესწრებიან  შეხვედრებს და ისინი ხომ არიან ინფორმაციის მომწოდებლები, ჩუგოშვილმა ასე უპასუხა:

 „აქ საბავშვო ბაღი არ არის, პარლამენტია და დოკუმენტალურად ტრიალებს ყველაფერი  და არანაირი დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა“, - დასძინა ჩუგოშვილმა.

 

ამავე თემაზე

პრეზიდენტი - „არ ვიცი, მმართველი გუნდი რატომ ეძახის ამას წინასაარჩევნო კამპანიას“

თამარ ჩუგოშვილი: დახურულ კარს მიღმა თვითონ არის, რადგან ყველა ოთახშია, გარდა პრეზიდენტისა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics