|
2017-04-11 12:40:29, 2038 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმის 70% შესრულებულია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მათ მიერ განსაზღვრული გეგმის 70% უკვე შესრულებულია. რაც შეეხება აღჭურვილობას, მინისტრის განმარტებით, ყველაზე ცენტრალური ანტისაჰაერო სისტემის შექმნა იქნება: „დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება- აღჭურვილობა. მოდერნიზაციის 5 მიმართულება განვსაზღვრეთ და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისაჰაერო სისტემის შექმნა, რადგან ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი, გაუმკლავდეს მტერს, თუ ის არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით. ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე უარს ვამბობთ, თითქოსდა ავიაციაზე უარს ვამბობთ, არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, ყველაფერი შეგვეძლოს ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე, უბრალოდ პრიორიტეტებს ვსაზღვრავთ, ვამბობთ, ფინანსური შესაძლებლობები სჯობს, მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს. რუსეთის ომმა სწორედ ეს გვაჩვენა. შეიძლება გყავდეს ბომბდამშენები რამდენიმე ერთეული, მაგრამ თუ მათი დაცულობის ხარისხი ნულის ტოლია, აეროდრომების ინფრასტრუქტურა დაცული არაა, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენები აეროდრომის დაბომბვის შემთხვევაში. ჩვენ ვაკეთებთ სწორ პრიორიტეტულ გათვლებს და ვსწავლობთ გამოცდილებიდან. პირველ რიგში, მოქალაქეს, ვინც ამ თანხებს იხდის, აქვს ლეგიტიმური კითხვა და მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რამდენად ვიქნებით დაცული ომისა და კრიზისის შემთხვევაში?“,-აღნიშნა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ 17-18 აპრილს საფრანგეთში კოლეგას შეხვდება, სადაც ანტისაჰაერო სისტემის შეძენისა და მისი იმპლემენტაციის კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრებენ.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)