01:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 17:51:34, 2257 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება სურს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის და ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, კრემლთან, რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის პერსპექტივებს განიხილავენ, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

"მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი აქვს. ეს სურვილი ხალხს 1920-იანი წლების მერე აქვს", - აღნიშნა ბიბილოვმა.

მავე დასძინა, რომ 3 წელიწადში შესრულდება 100 წელი, რაც ოსები "სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებში" ცხოვრობენ.

"ვთვლი, რომ აბსოლუტურად არასწორია. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციასთან რეფერენდუმის გამართვის საკითხი აუცილებლად განიხილება", - დასძინა ე.წ სპიკერმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში გამოაცხადა. ახლა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სუვერენიტეტს მხოლოდ 5 სახელმწიფო აღიარებს: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და ტუვალუ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics