|
2017-04-07 13:19:58, 1765 ნახვა
კომენტარი სამხედრო
პრეზიდენტი: სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს
„რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პროფესიულ არმიასთან ერთად, ქმედუნარიანი სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია. „გასულ წელს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხარი დავუჭირე თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელ რეფორმებს. რეფორმების განხორციელებაში და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობაში გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა" და ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ძლიერ, პროფესიულ არმიასთან ერთად, ქმედუნარიანი სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია" მხარდასაჭერია და საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს. „ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია". მიმაჩნია, რომ კონცეფცია მხარდასაჭერია და დაიმსახურებს საზოგადოების მოწონებას. სწორედ რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)