|
2017-04-05 14:46:48, 2334 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: სამთავრობო ვალის თვალსაზრისით, წელს იმ მონაცემსაც კი გადავაჭარბეთ, რაც შევარდნაძემ 2003 წელს დატოვა
„გადასახადების შემცირება გაზრდის ეკონომიკას, შეამცირებს უმუშევრობას, დაასტაბილურებს ფასებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, რადგან საკუთარ კეთილდღეობას ვერ ელევიან“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ სამთავრობო ვალი მშპ-სთან შეფარდებით 44% გახდა. „“ევროპული საქართველო” ხშირად გამოთქვამს კრიტიკას იმ ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელსაც “ქართული ოცნება” 5 წელია ატარებს და რომლის შედეგებს საკუთარ ჯიბეზე გრძნობს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა. არ მცირდება უმუშევრობა, შემოსავლები იკლებს, იზრდება ფასები. შემაშფოთებელია, რომ სამთავრობო ვალი მშპ-სთან შეფარდებით 44% გახდა მაშინ, როდესაც შევარდნაძემაც კი 2003 წელს ეს მაჩვენებელი 43%-ზე დატოვა. არადა მომავალ თაობებს მოუწევთ იმ ფულის გადახდა, რასაც “ქართული ოცნება” უყაირათოდ ფლანგავს. შევადაროთ 2016 და 2012 წლების სამთავრობო-ბიუროკრატიული ხარჯი, რაც გაიცემა ხელფასების, პრემიების, დანამატების სახით და ვნახავთ, რომ წლიურად ეს ხარჯი 550 მლნ ლარით მეტია. ხალხი სვამს ლოგიკურ კითხვას: რა კეთდება ქვეყანაში ისეთი, რომ მთავრობა ასე არ იზრდიდეს შემოსავალს“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, ხალხისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა ფასების ზრდაა. „საქსტატის ინფორმაციით, ინფლაცია ასცდა სამიზნე 4%-იან მჩვენებელს. ამას ეროვნული ბანკიც აფრთხილებდა მთავრობას, რომ საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე - აქციზის ზრდა გამოიწვევდა საწვავზე ფასების ზრდას, რაც ჯაჭვურად გადაეცემოდა სხვა პროდუქტსაც. სამწუხაროდ, დღეს მართლაც ასეა და ამ უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ფასს საკუთარი ჯიბიდან მოქალაქეები იხდიან. ჩვენ - “ევროპულმა საქართველომ” შემოგთავაზეთ გამოსავალი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის სახით, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20-დან 15%-მდე, განაწილებული მოგებისა - 15-დან 10%-მდე, საწვავზე - ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის განახევრებას და სხვა ნაბიჯებს. ეს ყველაფერი იქნება გამოსავალი, რადგან სამუშაო ადგილებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს გადასახადების შემცირება. ეკონომიკური სწრაფი ზრდა ნიშნავს ლარის კურსის გამყარებას, ფასების სტაბილურობას და უმუშევრობის დაძლევას. “ქართულ ოცნებას” არ უნდა ჩვენი შემოთავაზების გაზიარება არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეთავაზება ოპოზიციისაა. არ უნდა იმიტომ, რომ გადასახადების დაწევას ჭირდება უაზრო და გაუმართლებელი სამთავრობო ხარჯების შეკვეცა. “ქართულ ოცნებას” არაფრით სურს, მოიკლოს საკუთარი კეთილდღეობა ხალხის კეთილდღეობის სასარგებლოდ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)