|
2017-03-30 14:55:11, 2105 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დალია გრიბაუსკაიტე: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ნატო-ს წევრი გახდეს
ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ამის შესახებ დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გრიბაუსკაიტეს განმარტებით, ლიტვა მზად არის, საქართველოს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. "ჩვენ გვაწუხებს მთელი რიგი საკითხები, როდესაც საქმე შეეხება პრესის თავისუფლებას. მინდა, გითხრათ, რომ ევროპა ძალიან მჭიდროდ აკვირდება პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და შეზღუდვები ამ თვალსაზრისით ამ სფეროში შეიძლება, იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. დალია გრიბაუსკაიტემ ასევე საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებაზე ისაუბრა. „ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ყველამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. „თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია უკეთ გაიგოს, რა პრობლემის წინაშე დგას დღეს საქართველო და თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია, წამოჭრას ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე და დავეხმაროთ საქართველოს“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)