|
2017-03-28 13:59:03, 2095 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ალექსის ციპრასი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სტაბილურად დავუჭერთ მხარს
„ჩვენ სტაბილურად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ ამ მიმართულებით“,-ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. "კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც არის შენგენის წევრი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით,"-განაცხადა ალექსის ციპრასმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)