14:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 13:27:41, 2207 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რაიმონდს ვეიონისი: ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა დაგმო  ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე  ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც სეპარატისულ რეგიონებში ჩატარდა.

„ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, ისევე როგორც ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც ჩატარდა სეპარატისტულ რეგიონებში და მიიჩნევს ამ ქმედებებს უკანონოდ, არასოდეს აღიარებს მას. ის არასოდეს იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ის იყოს თავისუფალი ნებისმიერი ტიპის უცხოური ჯარისგან. ლატვია გააგრძელებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერას საქართველოში. მას აქვს მასტაბილიზებელი ეფექტი რეგიონში. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა  და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-განაცხადა რაიმონდს ვეიონისიმ.

მან საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში მიიწვია:

„მინდა, დავპატიჟო საქართველოს პრეზიდენტი, ეწვიეთ ლატვიას ნებისმიერ დროს,  როდესაც თქვენ მზად იქნებით ვიზიტისთვის“,-მიმართა ქართველ  კოლეგას გიორგი მარგველაშვილს ლატვიის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics