19:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 13:43:59, 1919 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია „ოცნებას“: როგორც დეპუტატები, ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე

"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს მიმართა და დასძინა, რომ მათ რეპრესიული პოლიტიკის შესახებ მოსახლეობას პასუხი უნდა გასცენ. 

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ ნარკოტიკების ჩადების ფაქტებზე თვალები არ უნდა დახუჭოს. 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურიო და მხარი არ დავუჭირო იმ საზოგადობრივ პროტესტს, რომელიც გამოიწვია ნარკოტიკების ჩადების ტალღამ. ბოლო დროს არის მზარდი შეშფოთება საზოგადოებაში, იმასთან დაკავშირებით რომ პოლიცია არის გადასული პირდაპირ თავისუფალი, წესიერი მოქალაქეების ტერორზე, ჩხრეკვაზე, იძულებით გადაყვანაზე ნარკოლოგიური შემოწმებისთვის და ასევე ნარკოტიკების ჩადებაზე.

მეგობრებო, თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ლიბერალიზაციის და სამართლიანობის ლოზუნგით და ყველა ამ მიმართულებით თქვენ ჩათვალეთ, რომ უნდა შეიქმნათ კომფორტის ზონა, ძალაუფლებით ტკბობის სივრცე და არ ისწავლოთ არცერთ შეცდომაზე წარსულიდან. 

ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ უტყუარი ფაქტები, ძალიან საეჭვო განცხადებები ადამიანების წინასწარი მუქარის შესახებ, მოწმეებზე ზეწოლის შესახებ. ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში, ნუ დახუჭავთ თვალს უსამართლობაზე და როგორც დეპუტატები, რომლებიც ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე, გაეცით პასუხები რეპრესიული პოლიტიკის შესახებ", - მიმართა ხოშტარიამ საკონსტიტუციო უმრავლესობას. 

ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინაროებს, რომელსაც ე.წ მოსმენების კანონპროექტს განიხილავენ, მას შემდეგ რაც 20 მარტს პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics