21:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 15:36:48, 1929 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს - საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულტან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს! ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ! ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს - საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები კიდევ უფრო ხელიხელჩაკიდებულები ააშენებენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ გვყავს ასეთი სიმდიდრე - ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მე ასევე მიხარია, რომ თქვენ ინარჩუნებთ მჭიდრო კავშირს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ, მოძმე ქვეყანასთან. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, ერთმანეთის გვერდით დგომით ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთაშვილები უკეთესად იცხოვრებენ“, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics