17:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 17:03:20, 2009 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები ვფიქრობ, ნორმალურია

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  უცხოელზე გასხვისების საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

კომისიის ზოგიერთი წევრი ფიქრობს, რომ კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა, ზოგიერთი წევრი კი პირიქით მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციის დონეზე არ უნდა აიკრძალოს.

ასევე, არიან წევრები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

ანალოგიურად ფიქრობს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, თუმცა ის  ასევე აღნიშნავს, რომ მიწის გასხვისების შეზღუდვების საფუძვლები კონსტიტუციაში არ უნდა იყოს გაწერილი.

ჩუგოშვილის განმარტებით, ეს კონკრეტულ კანონზე მუშაობის საგანია.

„ვფიქრობ ზოგადად, ის პოზიცია, რომ გარკვეული შეზღდუდვები სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაწესდეს, არის ნორმალური. ეს ბევრ ქვეყანაშია მიღებული. მე მგონი კომისია ამაზე თანხმდება, რამდენად მძიმე იქნება შზღუდვები და ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ამ საკითხზე მიბრუნება მოგვიწევს“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics