13:08 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 14:07:10, 2041 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ევროკავშირის საბჭოს მიერ რეგულაციაში საბოლოო ცვლილების დამტკიცებას ულოცავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე პრემიერმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა, უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. 
1 მარტს, განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში,  საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით, უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაცია მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics