2017-02-14 18:27:10, 2050 ნახვა
კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: ჩემი შვილი სიცოცხლის ფასად დაიცავდა პატრიარქს
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახმა რამდენიმე წუთის წინ პირველი კომენტარი გააკეთა.
მამალაძის დედა ამბობს, რომ შვილისთვის წაყენებული ბრალდების არ სჯერა.
„ჩემი შვილი სიცოცხლის ფასად დაიცავდა პატრიარქს „-აღნიშნა გიორგი მამალაძის დედამ.
მას მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირს. ქეთევან მაღლაკელიძე ასევე ვერაფერს ამბობს მამა გიორგი მამალაძის წერილთან დაკავშირებითაც, რომელიც მან, სავარაუდოდ, პატრიარქს გაუგზავნა.
წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან