21:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 17:48:08, 2283 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე გვარამიაზე: 15 წუთიანი თავის მართლება ვნახეთ, უმჯობესია კითხვებს პასუხები გასცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დირექტორისთვის უმჯობესია ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გვარამია ექსპერტიზას და ხელისუფლებას თავს ესხმის, რაც თავისი პიარკამპანიის ნაწილია.

„რატომ არ მიდის გამოკითხვაზე , ეს თავად გვარამიას უნდა ჰკითხოთ. სად წავა ეს ჩვენი საქმე არ არის. 15 წუთიანი თავის მართლება ვნახეთ პირდაპირ ეთერში,  თავის მართლებას და უკაცრავად ჟარგონისთვის „გაპრავებას“ სჯობს ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მაგალითად, რატომ იბარებდა ანგარიშს სასამართლოს თავმჯდომარისგან, როგორც ამოიყვანა ურთმელიძე და როგორ ეჩხუბებოდა მას ტელეკომპანია საქართველოს ქონების დაყადაღებაზე. სჯობს ჩანაწერებზე ისაუბროს და თქვას, რატომ ხდებოდა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა. მისი საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ექსპერტიზას და ხელისუფლებას თავს ესხმის. მან მიზანში ამოიყვანა ექსპერტიზა რათა, რამენაირად „გააპრავოს“ თავისი პიარკამპანია, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ეწევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი შსს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა გვარამია გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics