ნიკა გვარამია შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას იყენებს და დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს.
„მე არ ვენდობი საქართველოს შსს-ს, არ ვენდობი იმ სამინიტროს, რომელიც აყალბებს ექსპერიტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ ჩემს დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.