18:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 12:52:42, 2720 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაჟო სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მომხმარებლისთვის კომფორტული უნდა იყოს

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს საბაჟო სისტემა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული მომხმარებლებისთვის“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ გეზ-ის საქმიანობას გაეცნო.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, განსაკუთრებით კი საბაჟოს მიმართულებით ხორციელდება. დღევანდელი მედიატურის მიზანი იყო, დეტალურად გვეჩვენებინა მედიისთვის, თუ როგორია საბაჟო პროცედურები და მათი კონტროლის სისტემა, მათ შორის, არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა. რამდენად მზადაა ჩვენი საბაჟო იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტური კონტროლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ფოთის გეზის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ტვირთებისა და სურსათის სასაზღვრო კონტროლი, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება.

ფოთის გეზ-ი დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა დაათვალიერა.

„ფოთის გეზში გაფორმების პროცედურები ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით, მომსახურება ორიენტირებულია მომხმარებლისათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics