|
2017-02-10 15:51:19, 2115 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე უმცირესობას ბანერის გაკვრაზე: ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის მსგავსი ფორმები ნაკლებად გამოვიყენოთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმცირესობას რეგლამენტით უფლება აქვს, სხდომათა დარბაზში ტრანსფარანტი გამოფინოს. ამასთან, კობახიძემ "ევროპული საქართველოს", კერძოდ კი ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება კონფროტაციული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამ პრაქტიკას არ მიესალმება. "ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ასეთი გამოხატვის ფორმები ნაკლებად გამოვიყენოთ", - აღნიშნა კობახიძემ. პარლამენტის სხდომათა დარბაზში, "ევროპულმა საქართველომ" ტრანსფარანტი გამოფინა - "არა, მედია შტურმის". ცნობისთვის, იქამდე პარლამენტში, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზში ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)