15:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 16:42:26, 1671 ნახვა

კომენტარი
სულხან სალაძე: რეიტინგი გადამწყვეტი არ არის

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის განცხადებიტ, ბორდის წევრების და გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი არ წარმოდგენილა.

როგორც სალაძემ აღნიშნა, პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

"როდესაც შეხვედრიდან გამოვდიოდი, საუბარი არ იყო გადასული პრობლემების მოგვარების ხედვის ნაწილზე. ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდა რეიტინგზე. დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ რეიტინგი არ არის გადამწყვეტი და აუცილებელი ელემენტი. ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - ერთადერთი კრიტერიუმი. არავინ დავობს, რომ შენობა ავარიულია, რომ ტექნიკური ბაზა საჭიროებს განახლებას, შესაძლებელია ოპტიმიზაციაც საჭიროა. მნიშვნელოვანია, რა არის გამოსავალი. კონსტრუქციული და ალტერნატიული წინადადებებია საჭირო, მენეჯმენტის მხრიდანაც. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მთავრობა პრობლემის გადაჭრის გზას თუ ეთანხმება, მიუღებელია. ვგულისხმობ მასობრივად თანამშრომლების დათხოვნას, გადაცემების დახურვას", - ამბობს სალაძე.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების და გენერალური დირექტორის შეხვედრა გრძელდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics