21:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 15:28:32, 1980 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: არც ერთი დაწესებულება არ არსებობს მხოლოდ იმისათვის, რომ იქ ადამიანები დასაქმდნენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით,  ნებისმიერი ინსტიტუცია, კორპორაცია, კომპანია , არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფოა თუ კერძოა, პირველ რიგში უნდა ფასდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ასრულებს თავის მისიას.

მისივე თქმით, არსებობს მსოფლიოში მაგალითები, როცა დიდი რეპუტაციის და კაპიტალის  მფლობელი კომპანია იძულებულია, თანამშრომლების დიდი რაოდენობა გაათავისუფლოს. სერგეენკოს განცხადებით, ამავე დროს, შორსაა იმ აზრისგან, რომ კონკრეტული ჟურნალისტების გაშვება პრობლემა არ არის:

„რადგან, არც ერთი დაწესებულება არ არსებობს მხოლოდ იმისათვის, რომ იქ ადამიანები დასაქმებულები იყვნენ, ისინი უნდა ასრულებდნენ იმ მისიას, რაც აკისრია ამა თუ იმ დაწესებულებას. იქნება ეს სამინისტრო, ტელეკომპანია თუ ა.შ. ტელეკომპანიის ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაენიშნა ახალი დირექტორი, რომელმაც გააკეთა შეფასება, ვფიქრობ, ამას წინ უძღოდა ფართო კონსულტაციები, რომ ამ ფორმატით ეს ინსტიტუცია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მისიებს, როგორ გამოასწრებს ამას, ეს მენეჯმენტის გადასაწყვეტია. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს პროცესი გასააზრებლად, არ ვკონკრეტდები რომელიმე ჟურნალისტზე, მაგრამ, სამწუხაროდ ასეთი პროცესები ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრგან, ამისი მაგალითების ნახვაც შეიძლება, რომ გარკვეული ცვლილებების გამო, ესა თუ ის კომპანია, მათ შორის საერთაშორისო, ძალიან დიდი რეპუტაციის და კაპიტალის მფლობელია, იძულებულია, რომ თანამშრომლების დიდი რაოდენობა გაათავისუფლოს, არ ვამბობ ამით, რომ კონკრეტული ჟურნალისტების გაშვება პრობლემა არ არის”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics