11:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 12:34:21, 1826 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
გახარია: მთავრობას „ბავშვთა სამყაროს“ დაწვით დაზარალებულების დახმარების სურვილი და განწყობა აქვს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობაში არსებობს სურვილი და განწყობა, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულევბს დაეხმარონ.

თუ რა ფორმით მოხდება დახმარება,  გახარია ამბობს, რომ, აღნიშნულთან დაკავშირებით  საუბარი დაწყებულია და მას დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე დასჭირდება.

„ჩვენ ვიცით, როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე მერია დეტალურად სწავლობს ამ მდგომარეობას. პირველ რიგში უნდა მოხდეს აღრიცხვა და ფიქსირებაა იმ ზარალის, რომელიც არსებობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია სადაზღვეო კომპანიებთან, რადგან შემდგომი მსგავსი მოვლენებისგან მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი კომპანიების, ინდ.მეწარმეების, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. დღეს ის განწყობა, სურვილი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მთავრობა ამ ხალხს რაიმე ფორმით უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, არსებობს. რა ფორმით მოხდება დახმარება, ამას სჭირდება დაახლოებით 10 დღე, 2 კვირა“,- აღნიშნა გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics