00:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 11:59:40, 1715 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ზვიად ქაწაშვილი: გრძელდება სამუშაოები, რათა უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყოს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროდან“ სეიფებში არსებული ოქროს გამოტანა მიმდინარეობს.

როგორც ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

„კერების დაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ჩვენ გუშინ უკვე ლოკალიზებული ხანძრის შედეგად არ მოგვეცა საშუალება შენობაში შესვლის. ადგილზე იყვნენ სპეციალისტები მოსული, რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის სამხარაულის ექსპერტები, რომლებმაც მეხანძრე მაშველების ტერიტორიაზე შეყვანის უფლება არ მოგვცეს, რის გამოც, იქ დარჩენილი პატარა კერების დაქრობა ვერ მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში 11 სახანძრო ეკიპაჟი, 80-ზე მეტი მაშველი ხანძრის ლიკვიდაციაზე მუშაობდა. ამ წუთებშიც არის რამდენიმე კერა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე საათში იქნება ლიკვიდირებული“, - განაცხადა ქაწაშვილმა.

მისივე თქმით, მერიას შენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა შესაბამისი სამსახური კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

„მათი დაქირავებული კომპანია აწარმოებს შენობის გამაგრებით სამუშაოებს. ხალხის შეყვანა და გადარჩენილი საქონლის შენობიდან გამოტანა უკვე დაიწყო“, - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics