22:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 12:49:13, 1603 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძემ მიიჩნევს, რომ  სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის შედეგადაც ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა.

"მე შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, თუ რამდენად მძიმეა ეს მათთვის. უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ, მე ვფიქრობ ერთგვარი ვალდებულებაც კი, უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა ამ მიმართულებით მიდგომები", - განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად შენობაზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics