21:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 18:38:18, 1542 ნახვა

კომენტარი
უკრაინაში საქართველოს ელჩი ხვალ გია ცერცვაძის საქმეზე ქვეყნის სახალხო დამცველს შეხვდება

უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მიხეილ უკლებას განცხადაბით, ხვალ ის სახალხო დამცველს შეხვდება.

როგორც უკლებამ აღნიშნა, ცუდია ის რაც გია ცერცვაძის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდა.

„ცუდია ის, რაც მოხდა, მაგრამ ეს უკრაინის შიდაგანაწესის გამო მოხდა. პრეტენზიას უყენებენ იმ მოსამართლეს, ვინც მიიღო მისი დროებით დაკავების შესახებ გადაწყვეტილება. არ წარმოადგინა შესაბამისი მასალები დღევანდელი სასამართლოსთვის და გადაიდო ტექნიკურად. სასამართლო  3 თებერვალს 11:00 საათზეა დანიშნული. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა, ხვალ ვხვდებით ომბუდსმენს, ქალბატონი ტატიანაც მოგვყვება, ადვოკატიც არის. ასე პროცესში ვართ ჩართული ყველა“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისვთვის, საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება სააპელაციო სასამართლოში გია ცერცვაძის პროცესს არ ესწრებოდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ის ქართველი ოფიცრის მეუღლესა და ადვოკატს შეხვდა. 

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics