18:54 - 10 Apr, 2026
|
2015-03-30 13:01:18, 319 ნახვა
საზოგადოება
681 ძირი კოლხური ბზის ნერგის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ხამისქურში უკანონოდ მოპოვებული 681 ძირი კოლხური ბზის ნერგის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „წითელ ნუსხაში“ შემავალი სახეობის უკანონოდ მოპოვებული ბზის ნერგებით დატვირთული ავტომანქანა ზუგდიდიდან ხობის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 139 000 ლარს აღწევს. აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)