10:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 11:46:35, 1536 ნახვა

კომენტარი
მიშველაძე პრეზიდენტის სიძის დაჭრაზე: ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე თავდასხმა ხდება

„ძალიან ცუდია, როცა  ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა“,- ასე გამოეხმაურა  პრეზიდენტის პრესსპიკერი  ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს.

 „ვერ ვისაუბრებ ვერანაირ დეტალებზე და ვერსიებზე. ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ ეტაპისთვის განვაცხადოთ, არის ის, რომ ცუდია როდესაც ახალგაზრდა ადამიანებზე  ხდება თავდასხმა. თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით დასრულებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ეფექტური  იქნება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა მიშველაძემ. 

ცნობისთვის, წუხელ ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics