12:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 12:32:53, 1576 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ისრაელის პრეზიდენტი: ტერორიზმი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ერთგულებას იერუსალიმისადმი, ჩვენი რწმენისადმი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პრეზიდენტის  რუვენ  რივლინის განცხადებით, ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს,  ის მხოლოდ გააძლიერებს  ერთგულებას იერუსალიმისადმი და რწმენისადმი.

მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნებისმიერი სახის ტერორიზმი და ძალადობა დაგმო:

„მე ჩამოვედი იერუსალიმიდან, ესაა წმინდა ქალაქი, ესაა ქალაქი,  სადაც ახლა ვგლოვობთ ტერორიზმის მსხვერპლთ. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს. ის მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს  ერთგულებას  იერუსალიმისადმი, ჩვენი რწმენისადმი. ჩვენ საერთო, ზიარი საფრთხის წინაშე ვართ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. ვგმობთ ტერორიზმს, ნებისმიერი   ტიპის სიძულვილს, ვართ ერთიანი,  რომ თვალი გავუსწოროთ   და დავამარცხოთ  ეს საფრთხე“,-განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

რუვენ  რივლინმა საქართველოს ისრაელის სახელმწიფოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა:

 „დიდი მადლობა დახმარებისთვის, თქვენ ყოველთვის  მხარს უჭერდით  ისრაელს მძიმე  წუთებში. ჩვენ გვჭირდება ეს დახმარება, ვამაყობთ იმით, რომ ვართ მეგობრები საქართველოსი, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ თავს ვგრძნობთ აქ,  როგორც საკუთარ სახლში“,-აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics