12:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 09:54:20, 1527 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნიკა გვარამიას ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს მუხლით, რომელიც დევნას ჩადენილს ძალადობით, პოლიტიკური შეხედულებებით ან საზოგადოებრივი აქტივობით, გულისხმობს. 

მისივე თქმით ის მუხლი, რომლითაც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, აბსურდულია.

"126-ე მუხლით ამ ქმედების დაკვალიფიცირება შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული დამნაშავის მიმართ და შესაბამისად, მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის გათვალისწინებული წესით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, მუხლის გადაკვალიფიცირებაზე განცხადება ნიკა გვარამიამაც ისაუბრა.

გვარამიას თქმით, მასზე თავდასხმა იყო ჯგუფური. 

“თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა. თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით. კვალიფიკაცია, რომელიც ჯერ-ჯერობით აქვს საქმეს - ძალადობა, სრულიად არაადეკვატურია. თავდასხმა იყო ჯგუფური", - წერს ნიკა გვარამია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics