20:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 18:03:26, 1581 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ძირითად არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ. შესაბამისად, კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო:

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველა ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩართულია კომისიის მუშაობაში, ასევე ყველა ექსპერტთან , რომელიც ჩართულია კომისიის მუშაობაში. გვქონდა რამდენიმე დღე იმისათვის, რომ შესაბამისი აქტი გამოგვეცა. ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები სხვადასხვა დღეს, გვქონდა სხვადასხვა შეხვედრა, როგორც არასამთავრობებთან,  ისე ექსპერტებთან. პროცესი არათუ გამჭვირვალე არ იყო, იყო გახსნილი და ყველა შესაბამის სუბიექტთან გვქონდა კონსულტაციები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მათ, ვინც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, კობახიძე ამბობს, რომ ყველა ადამიანის  მოსაზრების მოსასმენად კომისიის კარი ღია იქნება:

„კომისია იქნება ღია ყველასთვის. ჩვენ ვიყავით შეზღუდული სიის ჩამოყალიბებაში და მთლიანობაში 73 წევრი მივიღეთ. ბუნებრივია, უსასრულო ვერ იქნებოდა სია, თუმცა ყველას მოსაზრებებისთვის საკონსტიტუო კომისიის კარი ღია. კონსტიტუციის ყველა ნორმა მსჯელობის საგანი გახდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მათ შორის საარჩევნო სისტემას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics