14:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 17:13:34, 1474 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

„იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის ნაცვლად არსებითი შენიშვნებისა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარაციონალური“, -  ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ოპონენტების შენიშვნები ძირითადად  გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებზეა აგებული.

„არავის უკვირს, რომ დღეს დედაქალაქს აქვს ძალიან ბევრი საჭიროება, ეს ყველაფერი მოიტანა სწორედ იმან, რომ წლების განმავლობაში ქალაქისთვის თითქმის არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პირად კეთილდღეობაზე იყო თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტი მორგებული, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მიმართულებით იგრძნონ წინსვლა თბილისელებმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დღეს სწორედ დედაქალაქის საჭიროებებს პასუხობს და მომავალ წელსაც, 2014-16 წლების მსგავსად, გაგრძელდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.

ცნობისთვის, თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა  მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics