16:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 13:22:11, 1465 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე გაჭიანურებული საუბრები ზედმეტად მიმაჩნია

საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. შესაბამისად საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასრულებენ , - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. 

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც მოგვარებას საჭიროებს.  

"ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ადარდებს მას დღეს, რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და რით გაათბობს ახალ წელს სახლს. ეს გაჭიანურებული საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია ზედმეტად და შეუსაბამოდ ქართულ რეალობასთან. იმისათვის, რომ ვიყოთ მართლები, ვისაუბროთ ფაქტებზე დაყრდნობით. ფაქტი არის ის, რომ 19 ოქტომბერს, რამდენიმე თვის წინ, პირველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს იყო 19 ოქტომბერს. დღეს ქვეყნის წინაშე არის ბევრი სერიოზული, ძირითადად ეკონომიკური პრობლემა. შესაბამისად მოვუწოდებთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენს მთავრობას, ლიდერებს, რომ ჩვენთან ერთად დავკონცეტრირდეთ ამ საკითხების მოგვარებაზე", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics